ივერიონი / ზურაბ აბაშიძე: ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას კონტროლი უნდა დაუწესდეს

ზურაბ აბაშიძე: ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას კონტროლი უნდა დაუწესდეს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე  ირაკლი ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა და ის არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, აღნიშნულთან დაკავშირებით აბაშიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

 

„ჩემი აზრით, სამოქალაქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას, რომლის ლუისტრაციას გასულ კვირას. ის რაც მე ვთქვი საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, რაც პასუხი იყო ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რაც ამას მოჰყვა ეს იყო ნამდვილი არაკომპატენტურობის ლუსტრაცია და დოღი. მე ვთქვი, რომ საქართველო მიისწრაფის ნატოსკენ და ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ ეს დღეს და ხვალ გაწევრიანება ვერ მოხდება. ისიც ვთქვი, რომ ჩვენში არ იგეგმება ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“, - განაცხადა აბაშიძემ.

გასულ კვირას ზურაბ აბაშიძის განცხადების კომენტირებისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ უნდა დაწესდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლი და ზურაბ აბაშიძემ ვეღარ შეძლოს გასცდეს მის კომპეტენციის ფარგლეს და ვერ გააკეთოს ის განცხადებები, რომელიც მას არ ეხება.

2-03-2015, 12:44
უკან დაბრუნება