ივერიონი / როდის გეგმავს პოსტის დატოვებას დავით საგანელიძე?

როდის გეგმავს პოსტის დატოვებას დავით საგანელიძე?

დავით საგანელიძე დეპუტატის მანდატის და შესაბამისად უმრავლესობის ლიდერის პოსტის დატოვებას გეგმავს. უმრავლესობის ლიდერის გეგმები საკუთარი თანაგუნდელებისთვის მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც "რუსთავი2" - თან მან წასვლის შესახებ ღიად განაცხადა. თუმცა როდის წავა პოსტიდან და სად, საგანელიძე ჯერ არ აკონკრეტებს.

 

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოზე დავით საგანელიძის წასვლის საკითხი აქამდე არ განხილულა. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ საგანელიძის გეგმები ამჯერადაც გადაიდება.

 

გახდა თუ არა საგანელიძის გადაწყვეტილების მიზეზი დეპუტატთან დაპირისპირება, ამაზე საუბარი დღეს არც ზაქარია ქუცნაშვილს სურს.

 

საპარლამენტო უმრავლესობაში არ უარყოფენ, რომ კომუნიკაციის პრობლემები გუნდში იყო და უთანხმოება უმრავლესობის ლიდერს რამდენიმე წევრთანაც ჰქონდა, თუმცა ქართული ოცნების ლიდერები გამორიცხავენ, რომ დავით საგანელიძის გადაწყვეტილებაზე არსებულ უთანხმოებებს ემოქმედა.

 

2-03-2015, 23:55
უკან დაბრუნება