საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ეროვნულ ბანკს საბანკო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
მის ამ განცხადებას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
"წერტილი უნდა დაესვას უსაფუძვლო განცხადებებით ანტისაბანკო ისტერიის გაღრმავებას. მივმართავ დავით საგანელიძეს, მე და საზოგადოებას განგვიმარტოს, რას ემყარება მისი ეს ბრალდებები. მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ყოველთვის მზად ვარ სახელმწიფოს წინაშე წარვდგე და ვუპასუხო ყველა შეკითხვას", _ განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძემ ეროვნული ბანკი მას შემდეგ გააკრტიკა, რაც გიორგი ქადაგიძე სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას არ დაესწრო. მას ასევე "ბანკი ქართუს" დაჯარიმებები შეახსენეს.