თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის მიხეილ ქვირიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ამას არაფერი ეშველება, სანამ დავით ნარმანიას არ ეყოფა ჭკუა და გამბედაობა, დაითხოვოს თბილისის მთავრობა"
აბესაძის თქმით, თბილისის მთავრობა აღმოჩნდა უუნარო, გაუმკლავდეს ქალაქში არსებულ პრობლემებს.
ცნობისთვის, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადასტურებს, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი მიხეილ ქვირია დააკავეს.