"ეკონომიკური პრობლემები მნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურობას, რადგან ის თითოეულ ოჯახს შეეხო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, ჩვენზე ბევრად ძლიერი, განიცდის იმავე პრობლემას. არ შეიძლება მსოფლიოში არსებული ეს პრობლემა გამოდგეს ჩვენი ნებისმიერი ოჯახის დასამშვიდებლად, მაგრამ რეალობა სახეზეა. სწორედ ამ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ საქმიანი, პროფესიონალურად ჩამოყალიბებული გეგმები. რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, მიტინგებისა და აქციებისკენ მოწოდებას, ასეთი წინადადებებისა და ლოზუნგების წარმოთქმა დაკავშირებული უნდა იყოს ან უზნეობასთან, შუბლის ძარღვის პრობლემასთან, ან კიდევ უნიათობასთან", - განაცხადა ვოლსკიმ.