საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საემიგრაციო რეფორმის კომენტირებისას განაცხადა, რომ რეფორმის შემდეგ ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ის ძირითადად ჩინელებს, ირანელებს, ერაყელებს და ეგვიპტელებს შეეხოთ.
"მასშტაბური რეფორმით ყველა ბედნიერი ვერ არის, მაგალითად ვერ არის ბედნიერი ტურიზმის სააგენტო, ის რომ ბედნიერი იყოს, მაშინ არ უნდა ერქვას ტურიზმის სააგენტო. ამ რეფორმის ძალაში შესვლამ გამოიწვია ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება, ძირითადად ეს შეეხოთ ჩინელებს, ერაყელებს, ირანელებს და ეგვიპტელებს. ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას. ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გაიხსნას და ეს უნდა დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა. მერე ჩვენ შეგვიძლია უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსრნეა, ტურისტია, ან რაც მთავარია ინვესტორია" ,-განაცხადა თეა წულუკიანმა.