ივერიონი / ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს

ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრა, დავით სერგეენკომ მთავრობის მიერ დაანონსებული ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კომენტირებისას განაცხადა, რომ  ჯანდაცვის სამინისტროში  ადამინისტრაციულმა ხარჯებმა წინასწარი გათვლებით წელიწადში 50- 60ათას ლარამდე უნდა შეადგინოს.


"რაც შეეხება გადასახადების შემცირებას ან გაზრდას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, ეს ეკონომიკური გუნდის მინისტრების კომპეტენციაა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროში ხარჯების შემცირებას. ჩვენ წინასწარი ცვლილებები გავაკეთეთ. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს შევამცირებთ, რაც გამოიხატა იმაში, რომ საწვავის ლიმიტები და სამივლინებო ხარჯები, რამაც წინასწარი გათვლით წლიწადში უნდა შეადგფინოს 50-დან 70 ათას ლარამდე. თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ერთიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ყველა სამინისტროს სამქმედო გეგმა ექნება", - განაცხადა მინისტრმა

5-03-2015, 13:21
უკან დაბრუნება