"თბილისის მთავრობის ეს უუნარო შემადგენლობა უნდა გადადგეს და ბატონმა ნარმანიამ დააკომპლექტოს იგი ახალი, გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით და ამით ეცადოს კრიზისული მდგომარეობის გამოსწორება, სანამ ჯერ კიდევ არსებობს ამის მცირე შანსი!"-ეს განცხადება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ გააკეთა.მისი თქმით, თბილისი არის პარალიზებული, ამიტომ დედაქალაქის მთავრობა უნდა გადადგეს!