ივერიონი / ინფორმაციას, რომელიც "ნაციონალების" საქმიანობას თავდაყირა დააყენებს გრიფი "საიდუმლო" ადევს"

ინფორმაციას, რომელიც "ნაციონალების" საქმიანობას თავდაყირა დააყენებს გრიფი "საიდუმლო" ადევს"

ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას „ინტერფაქტნიუსი“ სადაც ნათქვამია, რომ "ქვეყანაში პერმანენტულად მიმდინარეობს 2012 წელს მიღწეული გამარჯვების წყალში გადაყრა. ნელ-ნელა და შეთანხმებულად "ქართული ოცნება" პოზიციებს თმობს. დათმობას იმას ვუკავშირებ, რომ თავის დროზე ხელისუფლებაში ძალიან ბევრი ისეთი პირი შეიგზავნა, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან", კუდ-თან, სოდ-თან", - აცხადებს ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე გაზეთ"ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პროკურატურის ახალ დეპარტამენტს არჩილ კბილაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის დაკითხვას სთხოვენ.

 

"ბინძური წესებით ხდებოდა ზეწოლა. ჩემზე, ციხეში განხორციელებული ათასგვარი მუქარის შემდეგ ორი არჩევანი მქონდა - ან უნდა მოვმკვდარიყავი, ან უნდა დავთანხმებოდი თანამშრომლობაზე. მაპატიოს უფალმა, მაგრამ მე დავთანხმდი თანამშრომლობას და გავდხი მათთვის მისაღები პირი. ათასგვარი მოსმენა, თვალთვალი და ჩაწერა ხდებოდა ჩემი მონაწილეობით და ზემდიწევნით ვიცოდი, ვინ, სად, როგორ და რას აკეთებდა. ხელისუფლება რომ შეიცვალა გავრისკე და ვეახლე არჩილ კბილაშვილს და დეტალურად მოვუყევი ყველაფერი: როგორ ხდებოდა მოსმენა, თვალთვალი ჩანერგვა პოლიტიკურ პარტიებში, ვინ ვისგან იყო დავერბოვკებული, ვინს ვისთან შეკრული. უშუალოდ დავუსახელე ის პროკურორები, რომლებიც ხალხის გაუბედურებაში მონაწილეობდნენ - სია დავუდე წინ. აღმოჩნდა, რომ შეცდომა დავუშვი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ჯორბენაძე.

 

"კბილაშვილს ეს ყველაფერი რომ მოვუყევი, მთხოვა, მიმეცა ჩვენება როს საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რასაც დაედო გრიფი "საიდუმლო" და გამოძიებაზე ზედამხედველობა თავის თავზე აიღო მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა. ამის მერე 9 თვე ისე გავიდა, ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონებმა ნაცვლიშვილმა, კბილაშვილმა და პროკურატურის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც პირდაპირ იყვნენ გარიგებულკი "ნაციონალურ მოძრაობასთან" იმის ნაცვლად, რომ რეალური ინფორმაცია გამოეძიებინათ, ჩაფარცხეს. იმ დროს ივანიშვილი იყო პრემიერ მინისტრი, რომელიც მწარედ მოატყუეს, პროკურატურაში რეფორმა ჩავატარეთო. ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პროკურატურის გაწმენდა ძალიან მარტივი იყო. ყველა მათგანზე ფაქტი ედო წინ. კბილაშვილი კი ადგა და ეს პროკურორები როიმ გადაემალა, სხვადასხვა რაინოებში გადაანაწილა", - განაგრძობს ადვოკატი.

 

"თავდაცვის მინისტრად რომ ალასანია დაინიშნა, კონტრდაზვერვაში თუ ვინმე მუშაობდა მოსმენებზე და თვალთვალზე, ყველა დააწინაურა, უმეტესობა კი რაიონებში გადაიყვანა. არც ერთი მათგანისთვის ხელი არ უხლიათ. კბილაშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმა მთლიანად ხელი დააფარეს ზემოაღნიშნულ კადრებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელთ ჰქონდათ ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. დღეს უკვე ის ძირიტადი ბირთვი, რომელიც ხელისუფლებას უნდა დაესაჯა, გარიდებულია ქვეყანას", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რა აპირებთ, ამ ახლად შექმნილი დეპარტამენტის იმედი გაქვთ, რომ გამოიძიებენ?" - პასუხობს:

 

"გულის სიღრმეში დიდად არ მჯერა, რომ ამ პროკურატურაში არსებული პროკურორებით შექმნილი დეპარტამენტი რამეს გამოიძიებს, რადგან "ნაციონალების" ზეგავლენის ქვეშ არიან. მაგრამ მე ჩემი გასაკეთებელი უნდა გავაკეთო, პროკურატურას მივმართავ განცხადებით დაინტერესდეს არჩილ კბილაშვილით, ლაშა ნაცვლიშვილით, თეიმურაზ მიქაბერიძით, რომელსაც უშუალოდ მივეცი ჩვენება, მატონი გოჩა ფარულავათი, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა თითქოს. ეს ხალხი ქმნიდა ფარსს".

 

"კბილაშვილმა პირველად ჩემგან გაიგო ეს ყველაფერი, ნაცვლიშვილმა დაადო გრიფი და გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, რათა არ მომხდარიყო ამ ინფორმაციის გამჟღავნება. დანარჩენები კი ამ ყველაფერში უწყობდნენ ხელს. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის სახელმწიფო ინფორმაცია, რომელიც თავდაყირა დააყენებდა "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას. დეტალურად მაქვს დაწერილი რა ხდებოდა 2012 წლის არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში. ყველა ის თანამდებობის პირი რომ დაეკითხათ, რომლების ამ საქმეებში მონაწილეობდნენ, უდიდესი საქმე გაკეთდებოდა და ამის ჩაფარცხვა მოხდა "ნაციონალებთან" გარიგების გზით. ეს არის სამოხელეო დანაშაული - განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ დანაშაულზე ხელის დაფარებაზეა საუბარი", - აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე გამოცემასთან საუბარში.

წყარო: "ალია"

 

6-03-2015, 13:48
უკან დაბრუნება