ივერიონი / ჯეიმს აპატურაი: რასმუსენმა შეფასებები სააკაშვილთან შეხვედრამდე გააკეთა

ჯეიმს აპატურაი: რასმუსენმა შეფასებები სააკაშვილთან შეხვედრამდე გააკეთა

 “ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საკუთარი მოსაზრება საქართველოში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე დააფიქსირა და ამას ნატოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია”.  

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა. 

 

„გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებები უნდა იყოს გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს მაღალ დემოკრატიულ პრონციპებს. პრემიერმა კი ამისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, - ამბობს აპატურაი.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თედო ჯაფარიძის თქმით, რასმუსენმა განცხადება, რომელშიც ის საქართველოში განხორციელებული დაკავევბების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საფუძველზე გააკეთა. ჯაფარიძისვე განცხადებით, რასმუსენი დეზინფორმირებულია.

 

14-11-2012, 18:24
უკან დაბრუნება