"ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო, გვესმის, რომ დენი 7 თეთრი არ იქნება, მაგრამ ისეთი რაღაცეები შეიძლება მოხდეს, რომ დენი საერთოდ აღარ იყოს საქართველოში" -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა ,,რეაქციაში" სტრუმრობისას განაცხადა.
"ისეთი მყარი კორუფციული სისტემა დაგვხვდა, რომლის დანგრევას, როგორც ჩანს, დრო დასჭირდება... [კორუფცია] ქვეყნის გარეთ არსებობს, ნუ დამასახელებინებთ ქვეყნებს, სადაც ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩვენი ქვეყნისთვის არც თუ ისე სასიამოვნო და არც თუ ისე მომგებიანი ხელშეკრულებები დადებული. დენი უნდა ღირდეს 7-8 თეთრი, მაგრამ არ ღირს. ამას აქვს ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი...." განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ირანთან გაფუჭებული ურთიერთობები აღადგინა, მათ შორის, დეპუტატმა სომხეთისა და თურქეთის ლიდერების მნიშვნელოვან ვიზიტს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჟურნალსიტები ამ თემით არ ინტერსდებიან.
"ჩვენ გვაქვს ბევრი საფრთხეები. მუშაობს უსაფრთხოების სისტემები, მაგრამ არაფერექტურად. ჩვენ გარდა დასავლეთის გარანტიებისა, გვჭირდება სამეზობლოში გარანტიები" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.