საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ელისო ჩაფიძისა და ოთარ აბესაძეს შორის არსებული დაპირისპირების საკითხს ეხმაურება.
"არანაირი დაპირისპირება არ არის. არის გარკვეული თემა, რომელიც უკავშირდება ტყიბულში ერთი-ორი პირის ზედმეტად აქტიურობას, როგორც თავად ელისო ჩაფიძე ბრძანებს. ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას, თუმცა როგორც ელისო ჩაფიძეს შევპირდი, ამ თემაზე გარკვეულ ინფორმაციას მოვიძიებ", - აღნიშნა საგანელიძემ.