ივერიონი / გივი თარგამაძე:ბატონი სერგიენკო დასცინის ქართველ ხალხს, ხადურს, თუ, ჯვარი წერია, თავად სულთამხუთავს?

გივი თარგამაძე:ბატონი სერგიენკო დასცინის ქართველ ხალხს, ხადურს, თუ, ჯვარი წერია, თავად სულთამხუთავს?

ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი უწყება, "ქამრების შემოჭერით", ყოველწლიურად 50-დან 70-მდე ათას ლარს დაზოგავს.

 

"ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქამრების შემოჭერის კამპანიის ფარგლებში შეამცირებს გარკვეულ ხარჯებს, რითაც ბიუჯეტს დაუზოგავს ყოველწლიურად 50-დან 70-მდე ათას(!) ლარს. შეგახსენებთ, რომ მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს წლიური ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 800 მილიონ(!!!) ლარს. შესაბამისად, საკითხავია მხოლოდ ის, ბატონი სერგიენკო დასცინის ქართველ ხალხს, ხადურს, მთლად ვაიშვილოჰაკიმს, თუ, ჯვარი წერია, თავად სულთამხუთავსა და ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნას"?

7-03-2015, 12:30
უკან დაბრუნება