ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით მკვლელობა მზადდება.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში, 22-ში ან 23-ში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით და მე არ ვსაუბრობ ზოგადად ნაციონალურად მოძრაობაზე, არამედ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე, აპირებენ, რომ მოწამლონ ან ვანო მერაბიშვილი, ან ბაჩო ახალაია ან უგულავა, ერთ-ერთი ამ სამიდან. ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც მინდა გავასაჯაროო. მე არ მაქვს უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელი შეიძლება იყოს ვისაც მოწამლავენ, მაგრამ პრაქტიკულად გაწირა ამ სამიდან ის ვისაც მოწამლავენ, ან სამივე ერთად გაწირა უკვე სააკაშვილმა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი შემდეგ დაბრალდება ხელისუფლებას და პრეზენტირებული იქნება ეს მოწამვლა დასავლეთში, აი რა ხდება საქართველოში“-აცხადებს ინაშვილი.