ივერიონი / კახა კუკავა: ყველა ქართველის ოჯახში იქნება ფული, თუ რუსეთთან ურთიერთობა მოწესრიგდება!

კახა კუკავა: ყველა ქართველის ოჯახში იქნება ფული, თუ რუსეთთან ურთიერთობა მოწესრიგდება!

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება მარტო საგარეო პოლიტიკის საკითხი არ არის, არამედ ამ საკითხზე დამოკიდებულია ქვეყნის ორი შიდაპოლიტიკური საკითხი: უმუშევრობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.


ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ნატო და ევროკავშრი ვერც უმუშევრობას და ვერც ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემას ვერ გადაგვიჭრის.


"წინა მთავრობამ არჩევნების შემდეგ აღიარა, რომ ქართული ეკონომიკა არ არის მზად ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად  და პრიორიტეტი რუსეთის ბაზარია. მე რომ ამას ვამბობდი, 2 წლის განმავლობაში ჯაშუშად მაცხადებდნენ. ახალ ხელისუფლებას მოუწევს აღიაროს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხიც რუსეთის კონტექსტში უნდა გადაწყდეს", _ აცხადებს კუკავა.


მანვე აღნიშნა, რომ თუ იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მოწესრიგებული, ყველა ქართველის ოჯახში იქნება ფული  და ყველას ექნებათ სამუშაო ადგილი.

14-11-2012, 18:33
უკან დაბრუნება