ძალიან ბევრ ადამიანს დაიჭერენ მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ამის ატანა უკვე არის შეუძლებელი - ამის შესახებ განცხადებას, იურისტი ვალერი გელბახიანი, მერიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აკეთებს. გელბახიანი "პირველ რადიოსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროცესები , რომელიც თბილისის მერიაში ვითარდება დედაქალაქისთვის სავალალო შედეგების მომტანია. მისი თქმით, თბილისის მერიაში აშკარაა კორუფციის ნიშნები, ასევე მერია ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, სწორედ ამიტომ გელბახიანის განცხადებით, საჭიროა დადგეს მერის პასუხისმგებლობის საკითხი.
"მერიის თემა არის საკმაოდ ყბადაღებული თემა. საკადრო შერჩევა მერიაში მოხდა არაპროფესიული ნიშნით ნათესაობის ხარჯზე, რამაც მერიაში სერიოზული უმართაობის ხანის დადგომა გამოიწვია. არის კორუფციის ნიშნები, არის საგამოძიებო მასალები და ფაქტები, რომელიც ამაზე მეტყველებს, ეს კი ნიშნავს იმას ,რომ ახალმა მერმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდა ვერ გაამართლა. ეს ყველაფერი თბილისს ეტყობა, ხარაჩოს ვერ ნახავ ქალაქში. მერიაში დღეს კომიკური სიტუაციაა, რომ შეხვიდე ცნობას ვერ აიღებ იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიმღები არ არის არავინ. ამიტომ როდესაც ასეთი უამართავი და ქაოსური სიტუაციაა, უნდა დადგეს მერის პასუხისმგებლობის საკითხი, მე არ მგონია რომ ეს საკითხი არ დადგება, რადგან ის მოადგილეები ვინც გაათავისუფლეს კორუფციის გამო არიან გათავისუფლებულნი და მალავენ რაც მოხდა, მაგრამ საგამოძებო ნაწილებში ეს ყველაფერი არის დაფიქსირებული. მოვა დრო და ყველაფერი გამოაშკარავდება. ამიტომ მოადგილეების ცვლილება ამ ყევლაფერს ვერ შეცვლის, ასეთ გამოთქმა არსებობს-"თევზი თავიდან ყროლდებაო", თავში თუ არ არის სწორი მართვის მექანიზმი და არ იმართება კანონისა და გამოცდილების მიხედვით შედეგები აქვს ხოლმე ცუდი. თბილისის მერია დღეს ქალაქის ცხოვრებით არ ცხოვრობს და როგორც წესი ასეთ შემთხვევაში შედეგები იქნება მძიმე. ძალიან ბევრ ადამიანს დაიჭერენ მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ამის ატანა უკვე არის შეუძლებელი,"-განაცხადა გელბახიანმა.
წყარო: