ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, პარლამენტი "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას მიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა შეუძლია.
საგანელიძის განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს 2 შენობიდან მხოლოდ ერთი დარჩეს, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მოუწოდებს კოლეგებს ოპოზიციიდან, მხარი დაუჭირონ პარლამენტის თბილისში გადატანის ინიციატივას.
"ქამრები თუ ვინმეს ჰქონდა შემოჭერილი ეს პარლამენტი იყო. რაც შეეხება, სად უნდა დაიზოგოს თანხები, აქ ძალიან დიდი რესურსია. საქართველოს ორ ქალაქში გვაქვს პარლამენტი. მოვუწოდებ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდება," - აცხადებს დავით საგანელიძე.