დაახლოებით ერთი კვირის წინ სააკაშვილმა კიევში, თავის მეგობრებთან დაიქადნა, ივანიშვილი ჭკვიანად თუ არ იქნება, ეგეც პატარკაციშვილის გზას გაუდგებაო,ამის შესახებ პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
"დაახლოებით ერთი კვირის წინ სააკაშვილმა კიევში, თავის მეგობრებთან დაიქადნა, ივანიშვილი ჭკვიანად თუ არ იქნება, ეგეც პატარკაციშვილის გზას გაუდგებაო! სააკაშვილსა და "ნაციონალებს" ერთი რამ ავიწყდებათ - საქართველოში იმდენი ზიზღი აქვთ დათესილი, რომ ქართველი ხალხი მათ არასოდეს გაჰყვება! მეტიც, დღეს საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ნატრულობენ, რომ პროცესები არაკონსტიტუციური გზით წავიდეს რათა, საშუალება მიეცეთ, "ნაციონალებს" ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათზე ლინჩის წესით იძიონ შური!"- განაცხადა ბარამიძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.