ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე: ეკა ზღულაძე საქართველოში არეულობის დასაწყებად ყველა საშუალებას გამოიყენებს

ნიკოლოზ მჟავანაძე: ეკა ზღულაძე საქართველოში არეულობის დასაწყებად ყველა საშუალებას გამოიყენებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე სააკაშვილის ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელია, ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ "ალიასთან" საუბრისას განაცხადა.

მჟავანაძის თქმით, 21 მარტის აქციისთვის "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებს გეგმავს.

"მოგეხსენებათ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზღულაძეა და მის განკარგულებაშია დიდი რაოდენობა ხალხის რესურსისა, ჰყავს უდიდესი რაოდენობა პოლიციელებისა და ასევე, შინაგანი ჯარი, ამას დაუმატეთ უკრაინაში მოქმედი უამრავი სხვადასხვა ბატალიონი, რომელებიც შექმნილია საომარი მდგომარეობის გამო. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებს ამზადებენ დაქირავებული პირების დახმარებით, რომლებსაც საქართველოში გადმოისვრიან. ბატალიონი აქ არ შემოვა, მაგრამ შემოვლენ მათი ინსტრუქტორები, რომლებიც მოახდენენ თავდასხმების ინსცენირებას.  ჩემი ინფორმაციით, მასობრივი სახე მიეცემა შეხლა-შემოხლას ვითომ მომიტინგესა და გარეშე პირებს შორის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს აქცია დარბეულად და სისხლდაღვრილად მოინათლოს,"- აცხადებს მჟავანაძე.

11-03-2015, 11:35
უკან დაბრუნება