საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცადა, რომ ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ის დებატებში დაჯდება "თავისუფალი დემოკრატებია", ამის შესახებ მან გადაცემა " არჩევანში" ისაუბრა.
უმრავლესობის წევრმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, გოკა კაბაშვილთან, დეპატები და ოპონირება არ ისურვა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც დებადებში დაჯდება, ყოფილი თანაგუნდელები - "თავისუფალი დემოკრატები" არიან, თუმცა პარლამენტში წარმოდგენილი მცირერიცხოვნობის გამო ისინი სერიოზული ძალა მაინც არაა.
"თავისუფალი დემოკრატები" 8-კაციანი ფრაქცია. ისინი არ ქმნიან უმცირესობას და არ ქმნიან რეალურ ძალას, საპარლამენტო უმცირესობას ქმნის ნაციონალური მოძრაობა და სამწუხაროდ გვყავს ის ოპოზიცია, რაც გვყავს, აღნიშნული პარტიის დღის წესრიგით კი ჩვენ ვერ ვიმუშავებთ," - აცხადებს მანანა კობახიძე.