დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეკომონიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ელოდებიან.
დეპუტატები მათ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ფარგლებში მოუსმენენ.
"საკითხი იქნება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. რა თქმა უნდა, შევეხებით ლარის კურსსაც.
საკომიტეტო მოსმენა ემსახურება საქმიან შეხვედრას, მოსახლეობის მკაფიოდ და ნათლად ინფორმირებას ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ",-აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.