თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. თბილისის ვიცე-მერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მერის მოადგილედ ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაინიშნენ.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა ჯაჭვლიანი დაინიშნა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი კი გიორგი გურგენიძე იქნება.