უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს.
"ლარის დევალვაცია არის გლობალური და რეგიონალური ეკონომიკური პროცესების ანარეკლი ჩვენს სამშობლოში. შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების პროგნოზირება და აქედან გამომდინარე, შემარბილებელი ღონისძიების წინსწრებით მიღება? დადებიითი პასუხის შემთხვევაში დადგება იმ სახელმწიფო ორგანიების პასუხსიმგებლობის საკითხი, რომელ ორგანოებსაც უნდა მიეღოთ ეს შემარბილებელი ღონისძიებები", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.