ივერიონი / გიორგი თევზაძე: საქართველომ სამართლიანობის აღდგენა 1992 წლის მოვლენების შესწავლით უნდა დაიწყოს

გიორგი თევზაძე: საქართველომ სამართლიანობის აღდგენა 1992 წლის მოვლენების შესწავლით უნდა დაიწყოს

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი გიორგი თევზაძე, ხელისუფლებას, 1992 წელს ქავეყანაში განვითარებული მოვლენების დროს, კანონიერი ხელისუფლების დამხობის შესწავლის რეკომენდაციით მიმართავს..

გიორგი თევზაძე, მიესალმება ხელისუფლების განაცხადს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყების სურვილის შესახებ , ამათანავე აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება რეალურად გეგმავს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას იგი უნდა დაიწყოს 1992 წლის მიმდინარე მოვლენების შესწავლით რომელიც შეეხება საქართველოს აბსოლიტური უმრავლესობით არჩეული კანონიერი ხელისუფლების დამხობის პროცესის შესწავლას და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობას.

" აღნიშნულმა მოვლენებმა რომელიც რუსეთის მხარდაჭერით განხორციელდა მძიმე დაღი დაასვა ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, რამაც შემდგომში გამოიწვია ქვეყანაში ეკონომიური, სამოქალაქო უფლებების მიმართულებით , და სხვა მძიმე უმართავი პროცესები ,ამასთანავე სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული ხელისუფლების ( როგორც მათ ქართველი საზოგადობის უმრავლესობა უწოდებდა პუჩისტების ) წარმომადგენლების დავალებით ქ. თბილისში ადგილი ჰქონდა მრავალათასიანი მშვიდობიანი მოქალაქეთა საპროტესტო აქციის უმოწყალოთ დახვრეტის ფაქტს ,რომლის აქციის მონაწილეები სამართლიანად აპროტესტებდნენ ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოთ ქვეყანაში განხორციელებულ ხელისუფლებაში იარღის ძალით მოსულ ადამიანების უკანონო ქმედებებს , გავითარებულ მოვლენებს ემატება ისიც , რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ რუსეთმა კარგად გამოიყენა საქართველოში თავისივე ხელშეწყობით შექმნილი ვითარება და რუსეთის საჯარისო ნაწილებმა დაიწყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესის დაწყება აფხაზეთიდან , თუმცა დღევანდელ საზოგადოებაშიც და განსაკუთრებით მომავალ თაობებს უფრო მეტი ლეგიტიმური პასუხგაუცემელი კითხვები დაუგროვდებათ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კოალიცია კი გააგრძელებს ამ საკითხის საზოგადოებრივ მონიტორინგს და შედეგებზე საზოგადოების ინფორმირებას", -აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

13-03-2015, 00:06
უკან დაბრუნება