ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს ბრალს უმძიმებენ.
ამის შესახებ ცნობილი გუშინ გვიან ღამით გახდა. ბრალის დამძიმების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბრალი, არსებული ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე უმძიმდებათ.
"საგამოძიებო ორგანო კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით ცდილობს, გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში დატოვოს," - განაცხადა გუშინ ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.