"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გამოძიებას მოუწოდებს, დაინტერესდეს "თიბისი ბანკის" პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის მიერ განხორციელებული თავდასხმით მოშიმშილე ადვოკატის და აქციის მონაწილეების მიმართ.
როგორვ მჟავანააძე აცხადებს, ცეკავშირის მეპაიეები "თიბისი" ბანკის სათაო ოფისის წინ ცეკავშირის შენობის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ და გასხვისების საქმეში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.
"გუშინ გვიან ღამით მოშიმშილე ადვოკატთან და ცეკავშირის მეპაიებთან სასაუბროდ ჩავიდა "თიბისი" ბანკის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, მის ადვოკატ ქეთი ქვარცხავასთან ერთად და თავაზიან ფორმებში სთხოვა ადვოკატ არჩილ ჩუბინიძეს და ცეკავშირის თავმჯდომარე როინ ადამაძეს სასაუბროდ მის კაბინეტში ასვლა. მას შემდეგ რაც შეხვედრამ ხაზარაძის კაბინეტში გადაინაცვლა, საუბრის თავაზიანმა ფორმამ მუქარის ფორმა შეიძინა. მამუკა ხაზარაძე დაემუქრა მოშიმშილე ადვოკატს და ცეკავშირის თავმჯდომარეს, რომ თუკი ისინი მის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდნენ, ისინი ცუდად დაამთავრებდნენ და მათთვის ყველაფერი არცთუ ისე კარგად გაგრძელდებოდა. აშკარაა, რომ ხაზარაძის მხრიდან აღნიშნული შეხვედრის მოწყობა მიზნად ისახავდა პროვოკაციის მოწყობას, რათა შემდგომში ყოველივე ცეკავშირის თავმჯომარეს და მოშიმშილე ადვოკატს დაბრალებოდათ ხულიგნობა ან სხვა სახის დანაშაული თიბისი ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ.
მოშიმშილეებზე თავდასხმა და მუქარა ნაციონალების ხელწერაა და, როგორც ჩანს, ხაზარაძეს ეს ხელწერა კარგად აქვს აპრობირებული თავის ქმედებებში. ვინაიდან მუქარა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, "უფლებადამცველტა გაერთიანება" მოუწოდებს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე და დაიკითხოს "ადვოკატთა ასოციაციის" წევრი და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე საქმესთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ ასევე ხელისუფლებას, დაინტერესდეს ცეკავშირის თანამშრომელთა მოთხოვნებით და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს ცეკავშირის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.