რომან გოცირიძის ბრალდებას უპასუხა ზურაბ ტყემალაძემ. როგორც დეპუტატმა ,,კურიერის" ეთერში განაცხადა, ის არ აპირებს თავის მართლებას. ტყემალაძე ამბობს, რომ კახა გიუაშვილი თავის დროზე იყო ინტელექტბანკის დამფუძნებელი, დეპუტატის თქმით, იქ მარტო ერთ ბანკზე არ იყო საუბარი, მათ შორის საუბარი იყო სახალხო ბანკზე.
,,მინდა გითხრათ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული... მე ბატონი გოცირიძე არაფერში დამიდანაშაულებია და არც მიხსენებია, მშვიდად იყოს, პროკურატურაში გაიხსნა ახალი დეპარტამენტი, თუ არაფერში დამნაშავე არაა ბატონი რომანი, არავინ არაფერს დაუშავებს, წყნარად იყოს, თუ დამნაშავეა, ეს ჩემი საქმე არ არის, სამართალდამცავების საქმეა..."- განაცხადა ტყემალაძემ.