ივერიონი / ქართული ოცნების წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

ქართული ოცნების წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

ქართული ოცნების წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

 

არსებული ინფორმაციით აქციას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გაიმართა ზუგდიდის საკრებულოს თამჯდომარე, მერაბ თვარაია ხელმძღვანელობდა. 

 

"კურიერის" ინფორმაციით აქციაში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, გუბერნატორის მოადგილე ლაშა გვასალია და ზუგდიდის საკრებულოს წევრები. 

 

ქართული ოცნების წარმომადგენლები და მოქმედი ხელისუფლების წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მშვიდობიანი მსვლელობით მივიდნენ, შემდეგ კი პარტიის ოფისს ქვები დაუშინეს და შიგნით შეიჭრნენ. 

 

არსებული ინფორმაციით თავდასხმის დროს პარტიის ოფისში 6 ადამიანი დაშავდა ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

 

15-03-2015, 14:40
უკან დაბრუნება