პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს,სადაც სამართალდამცველებს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. "ქართული ოცნება" მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.