ივერიონი / რიჩარდ ნორლანდი: პარტიებმა თავისი ექსტრემალური ელემენტები უნდა აკონტროლოს!

რიჩარდ ნორლანდი: პარტიებმა თავისი ექსტრემალური ელემენტები უნდა აკონტროლოს!

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი გუშინ ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ძალადობისგან ვერ იხეირებს, აღნიშნული განცხადება  ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

"შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის. ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები. ასევე გახსოვდეთ, რომ საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას", - განაცხადა ნორლანდმა.


16-03-2015, 11:16
უკან დაბრუნება