საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ფორმატი განმარტა.
"პრეზიდენტი თავის მოხსენებით წარსდგება პარლამენტის წინაშე. პროცედურა არის შემდეგნაირი - პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარეები გამოვლენ და დააფიქსირებენ თავთავიანთ პოზიციას პრეზიდენტის გამოსვლასთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - აცხადებს ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით, მიმდინარე კვირაში წარსდგება.