საქართველოში ქალები პროფესიონალიზმით საკმაო რაოდენობით არიან წარმოადგენელი, თუმც ეს პოლიტიკაში ადეკვატურად არ არის ასახული, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.
"ჩვენი სურვილია მეტი ქალი პარლამენტში. როგორი ინსტრუმენტებით, რა საშუალებებით მოხდება ეს, ამისთვის საჭიროა მაღალი კონსენსუსი პარტიებს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მივიღოთ მაქსიმუმი", - განაცხადა კობახიძემ.