საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ექსპერტი, ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა.
როგორც ჩაჩუას ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცუალაიამ განაცხადა, საქმეში არცერთი მოწმე და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მის ბრალეულობაზე მიუთითებდა.