ივერიონი / მიხეილ ხუბუტია: ჩემი თავი უფრო ძვირია ვიდრე გამყიდველების!

მიხეილ ხუბუტია: ჩემი თავი უფრო ძვირია ვიდრე გამყიდველების!

"იმედის კვირაში" გადაცემის წამყვანებისა და რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარის მიხეილ ხუბუტიას შორის მომხდარ კამათთან დაკავშირებით, ხუბუტია "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს:

"ჩემო მეგობრებო! დღეს ალბათ ბევრმა ნახა გადაცემა იმედზე ჩემი თანდასწრებით! საინტერესოა რატომ მიმიწვიეს? გასაკვირია რატომ დავთანხმდი? ისევ და ისევ მოვტყუვდი მეგონა აინტერესებდათ თუ როგორ მოიგეს უამღლეს ლიგაში გუშინ კავეენის საქართველოს გუნდმა! საიდან მოდის სახსრები? როგორ გადაეცა მოსკოვის ცენტრში ტექნიკუმის შენობა ქართულ ეკლესიას? მე მეკითხებიან როგორ უნდა დაბრუნდეს ტერიტორიები, როგორ უნდა ჩაიდოს ინვესტიციები!!! მოსმენა კი არავის უნდა! იმ ხალხს ჰკითხონ ვისაც მე არ ვუყვარვარ: ჯერ ერთი რატომ? მეორე: ვინ უყვართ? სამშობლო-როგორ? ადამიანი თუ ვინმე რომელი? როგორ ხედავენ საქართველოს მომავალს? მე მაგათი საიყვარული საერთოდ არ მადარდებს! მე ჩემი სამშობლო მიყვარს და თავსაც გავწირავ ჩემი თავი უფრო ძვირია ვიდრე გამყიდველების! ჟურნალისტი რამიშვილი მეუბნება გულზე არ მეხატებიო! მე ხომ ვგიჟდები მაგის სიყვარულით! აბა დავპატიჟო მოსკოვში და შევთავაზო კარგი ხელფასები-ვირთხებივით გამოიქცევიან" წერს ხუბუტია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდეზე.

 

16-03-2015, 18:12
უკან დაბრუნება