ზუგდიდში "თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი"-ს დარბევაში შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას სიმამრი, გია მანჯგალაძე მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა "რუსთავი 2-ს" ცენტრის დამფუძნებელმა, ანი ნადარეიშვილმა მიაწოდა. ნადარეიშვილის თქმით გია მანჯგალაძე ზუგდიდის კომისარია და ის თავდასხმის დროს ცენტრთან იმყოფებოდა, ასევე მონაწილეობდა დარბევამდე გამართულ საპროტესტო მსვლელობაში. დღესვე "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრმა" სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული იმ მაღალჩინოსნების გვარები გამოაქვეყნა, რომლებმაც ანი ნადარეიშვილის მტკიცებით არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს.