"საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მრეწველთა ლიდერის, გოგი თოფაძის პოზიცია და მისი შესაბამისი განცხადება, მმართველ გუნდში მსჯელობის საგანი იქნება," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
"აღნიშნული განცხადება მსჯელობის საგანი ნამდვილად იქნება. მაგრამ ამის გამო ატმოსფეროს ნუ დავძაბავთ. გოგი თოფაძის პოზიცია სახელმწიფოს კურსზე გავლენას ვერ იქონიებს. ლაპარაკი არ არის სახელმწიფოს კურსზე, საუბარია პირად პოზიციაზე და იმაზე, თუ რამდენად ღირს ამ თემაზე აქცენტების გაკეთება. თუმცა ეს კოალიციის პოზიციას, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის", - განაცხადა გია ვოლსკიმ