საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "ცხრიანს" ეწვია, სადაც ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით,"ნაციონალური მოძრაობა რბილად, რომ ვთქვათ შემჩნეულია ცუდ საქმეებში ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ვერ დასრულდა სამწუხაროდ ორი წელი, დიდი უბედურებაა, რომ ვერ დავასრულეთ ეს პროცესი, ნაციონალები რომ არ შეცვლილან ამაზე არ არის საუბარი საჭირო, მაგრამ გაუთავებლად მათ შეცდომებზე, მათი მხრიდან ჩადენილ უბედურებებზე და ამასობაში გარკვეულწილად რაღაცა მეთოდების თითქოსდა გაზიარების მცდელობა, რაღაცა დონის ხელმძღვანელი მუშაკების მხრიდან, ეს არის უბედურება. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს საკუთარი თავი, მე უნდა ვიყო თქვენთან მართალი და ამის მერე შეიძლება გითხრათ, რომ თქვენ რატომ აკეთებთ ამას? ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია უკანასკნელ კრიმინალთანაც კი იყოს მართალი, ანუ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს დარღვეული არაფერი. როგორც კი ხელისუფლება უშვებს რაიმე შეცდომას ამითი ტალახში ამოსვრილი ადამიანის გათეთრება ხდება".- განაცხადა უსუფაშვილმა.