ივერიონი / "იავნანა" ქველმოქმედებას აგრძელებს

"იავნანა" ქველმოქმედებას აგრძელებს

დღეს ფონდ "იავნანას" მორიგი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. თბილისის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე დაუკრავს. კონცერტზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.


დღევანდელი საქველმოქმედო კონცერტით ფონდი "იავნანა" სოაციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს და 32 სტუდენტს დაეხმარება.


სპეციალურად "იავნანას" კონცერტისთვის საქართველოში ჩამოვიდა ცნობილი სოპრანო მიშელ კრაიდერი.  მასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე.


მიშელ კრაიდერი საქველმოქმედო კონცერტზე ქართულ არიას შეასრულებს. ის "იავნანას" კონცერტში უკვე მეშვიდედ მონაწილეობს.


შეგახსნებთ, რომ ფონდი "იავნანა" საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით უკვე არაერთ ოჯახს დაეხმარა.

15-11-2012, 11:10
უკან დაბრუნება