საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსწავლეებისთვის მძიმე კადრების ჩვენებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შესაძლოა, პროვოკაციის მიზნით, ჩვენებაზე "თავისუფალი ზონის" წევრები მიივანეს.
"არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში, თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ, მე როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე მგონი, დღეს აღარ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აღარ გვჭირდება აგრესია, აღარ გვჭირდება პროვოკაციები.
ასე რომ, მე ყველა მხარეს, ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ სახელმწიფო, დგას მოწოდების სიმაღლეზე. ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი", განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ორგანიზაციამ "ყველა თაობა საქართველოსთვის" ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი" ჩვენება მოაწყო, რომელზეც არასრულწლოვნები მიიყვანა.