ივერიონი / რამ გაანადგურა ხელისუფლების მორალური სახე?

რამ გაანადგურა ხელისუფლების მორალური სახე?

"ის, რაც ხელისუფლებამ იკადრა რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში, უპატიებელი დანაშაულია," -ეს განცხადება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. 

 

წიკლაურმა სამეგრელოს ქალაქებში არასრულწლოვნებისთვის წამების კადრების ჩვენების ფაქტი გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლების დეგრადაცია უკანასკნელ წერტილამდეა მისული. 

 

"ეს არის ქართული ოცნების განაჩენი, ხელისუფლების მორალური მხარე განადგურებულია," -განაცხადა წიკლაურმა. 

 

 

18-03-2015, 17:16
უკან დაბრუნება