ეკონომიკური კრიზისის გამო ევროპა პარალიზებულია.
ევროპაში საყოველთაო გაფიცვები გრძელდება. გაფიცვების ტალღა აგორდა პორტუგალიაშიც. გაზრდილმა გადასახადებმა და შემცირებულმა ხელფასებმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ლისაბონში ათასობით დემონსტრანტი პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლებში სწავლა შეწყდა. პორტუგალიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 15.6% მიაღწია.
საპროტესტო აქცია გაიმართა საფრანგეთშიც. პარიზში აქციის მონაწილეები ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ევროპის მოსახლეობას გაერთიანებისკენ და საერთო პროტესტისკენ მოუწოდებენ.
საბერძნერთში პროტესტი თეატრალიზებული ფორმით გამოთქვეს.