ივერიონი / ვისი გვარები მოხვდა სიაში რომელიც ძაგანიამ სამართალდამცველებს გადასცა?

ვისი გვარები მოხვდა სიაში რომელიც ძაგანიამ სამართალდამცველებს გადასცა?

"პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში პარტია "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა, კახა ძაგანიამ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკაშირებით განცხადება გააკეთა. ძაგანიას განცხადებით, აღნიშნული აქცია არაკანონიერი გზებით ფინანსდება.

"ჩვენ გადავეცით საქართველოს მთავრობას ორმოც გვერდიანი სია, ფიზიკური პირებისა და კომპანიებიის, რომლებიც აფინანსებდნენ და დღესაც აფინანსებენ ნაციონალურ მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ არ იქნება არეულობა, ჩვენი ინფორმაციით მზადდება პროვოკაციები,-განაცხადა ძაგანიამ.

ძაგანიას განცხადებით,  კანონმდებლობით მკაცრად არის განსაზღვრული პარტიების დაფინანსება, ამიტომაც ეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების განსჯის საგანი უნდა გახდეს.

"საქართველოს მთავრობას ორი წლის წინ რომ გამოეძიებინა ყველა ის დანაშაული რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა ცხრაწლიანი მართველობის დროს და არ შესულიყვნენ მათთან კოჰაბიტაციაში, დღეს არ მივიღებდით ამ სურათს. ისინი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდნენ და უმრავლესობა უკვე გაქცეულიც იქნებოდა საქართველოდან"-განაცხადა ძაგანიამ.

 

18-03-2015, 18:15
უკან დაბრუნება