,რუს და ქართველ ხალხთა ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი აცხადებს, რომ რუსეთში მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლებაში ისეთ ადამიანებს, როგორიც არის პაატა ზაქარეიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და სოსო ჯაჭვლიანი.
მოსკოვში მცხოვრები და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ხომერიკი მმართველი გუნდის ჩამოთვლილ წევრებს პატრიოტებს უწოდებს, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
ხომერიკი ამბობს, რომ ეს ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი პოლიტიკა ჰქონოდა და არა ამერიკის მაამებელი.