ივერიონი / ოთარ დანელია:მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაღის შემოწმება მიმდინარეობს

ოთარ დანელია:მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაღის შემოწმება მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია არ გამორიცხავს, რომ უვარგისი ხორცის გამო, გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

"პრაქტიკულად ყველა ბაღის შემოწმება მიმდინარეობს, ეს არის ინტენსიური შემოწმება არა მხოლოდ ბაღების, არამედ სკოლების, თბილისის და მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, არის დარღვევები აღმოჩენილი. რამდენიმე დასკვნას ველოდებით, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

დანელიას თქმით, უვარგისი ხორცის გამოყენებამდე მისი ამოღება მოხდა.


"ჩვენ უმკაცრეს ზომებს გავატარებთ. ეს საქმე გადაეცემა შესაბამის ორგანოებს, დაიწყება მოკვლევები. არ გამოვრიცხავთ დადგეს გარკვეული პირების პასუხიმგებლობის საკითხი", - განაცხადა დანელიამ.

19-03-2015, 15:42
უკან დაბრუნება