ივერიონი / ნაციონალები ერთმანეთს ფულს უტეხავენ-სად გაქრა კეზერაშვილის გამოგზავნილი ფული?

ნაციონალები ერთმანეთს ფულს უტეხავენ-სად გაქრა კეზერაშვილის გამოგზავნილი ფული?

,,ნაციონალური მოძრაობის" 21 მარტის აქციას დიდწილად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით კეზერაშვილი აფინანსებს. თუმცა, კეზერაშვილის მიერ გამოგზავნილი თანხა გზაში დაიკარგა, რასაც ,,ნაცმოძრაობაში" არეულობა გამოუწვევია.

 

ამ საკითხზე გაზეთი ,,ალია" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

,,15 მარტს "ნაციონალებს" ზუგდიდში უფრო დიდი პროვოკაციების მოწყობა ჰქონდათ დაგეგმილი, ვიდრე აკაკი მინაშვილისთვის კომბლის ჩარტყმა იყო. შეგახსენებთ, როგორც "ნაციონალები" ამტკიცებენ, "ქართული ოცნების" წევრები მათ ოფისში შეიჭრნენ, მინაშვილს კომბალი ჩაარტყეს, შემდეგ კი "თავისუფლებისა და მხარდამჭერის ცენტრის" შენობის მინები ჩალეწეს. როგორც ამბობენ, თავდასხმაში ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აკაკი მინაშვილის თქმით, ამ შეხლა-შემოხლისას 11 ადამიანი დაშავდა. ამას წინ უძღოდა ან ნადარეიშვილის მუქარა, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან ცოტა დროღა დარჩა და 21 მარტს მთელი სამეგრელო თბილისში ჩამოვა.

 

რამდენად რელურია ნადარეიშვილის მუქარა, ამას ორ დღეში ვნახავთ, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა "ნაციონალებს" სამეგრელოსთან დაკავშირებით ფინანსური პრობლემა შეექმნათ. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, აკაკი მინაშვილი ზუგდიდში ორი საქმისთვის იყო ჩასული: პირველი - ამას ჯერ დავით კეზერაშვილის მიერ გამოტანებული 52 ათასი ევრო უნდა წამოეღო, რომელიც დათა ახალაიამ გადასცა თავის კაცს და ამ კაცმა შემოიტანა სამეგრელოში "ქეშად"; მეორე - ფულის ნაწილი უნდა დაეტოვებინა ზუგდიდში მდებარე "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", რათა 21 მარტისთვის გამოეყენებინათ, ნაწილი კი თბილისის ცენტრალურ ოფისში უნდა მიეტანა" - წერს გამოცემა.

 

წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის გამოგზავნილი თანხა დაიკარგა და ახლა ,,ნაციონალები" ერთმანეთს ხოცავენ.

 

,,როგორც წყარო ამტკიცებს: "დავით კეზერაშვილის გამოგზავნილი თანხა დაიკარგა და ახლა ,,ნაციონალები" ერთმანეთს ხოცავენ. დათა ახალაიას ტიპმა ჩამოიტანა და აკო მინაშვილისთვის უნდა გადაეცა ზუგდიდში. ეს ტიპი ამბობს, მინაშვილს გადავეციო, მაგრამ აკომ პარტიაში არ მიიტანა, რომ ცენტრალიზებულად განაწილებულიყო. ამ საქმეში სამეგრელო-ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა და აკო მინაშვილი არიან გარეულები. როგორც ჩანს ფული ამათ "მოტეხეს",-წერს გაზეთი.

 

გამოცემის ცნობით, შექმნილი ვითარების გამო ,,ნაცმოძრაობას" აქციაზე საჭირო რაოდენობის ხალხის გამოყვანის იმედი არ აქვს. 

 

,,ფული მოდის უკრაინიდან, კეზერაშვილისგან, უგულავასგან, მერაბიშვილისგან და ცოტა ხნის წინ თუ 50-60 ათასი კაცის გამოყვანაზე ლაპარაკობდნენ, ახლა მაქსიმუმ 30 ათასზე ჩამოვიდნენ, რადგან დასარიგებელი ფული აღარ ჰყოფნით. ზუგდიდის ინციდენტამდე ,,ნაციონალებს" იმედი ჰქონდათ, რომ მომიტინგეთა დიდ ნაწილს სამეგრელოდან ჩამოიყვანდნენ, მაგრამ ჯერჯერობით კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, 52 ათასი ევროს ასავალ-დასავალი ვერ გაარკვიეს. წყაროს ინფორმაციით, ,,ტიპი, რომელმაც ფული შემოიტანა, უკვე გაქრა". ალბათ უკან გაბრუნდა და ამის გარკვევა უკვე ,,ნაციონალების" თავის ტკივილია და უახლოეს ხანში გამოიძიებენ",-წერს გაზეთი.

19-03-2015, 16:40
უკან დაბრუნება