"საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა კვლავ დღის წესრიგში დგას" – ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ეს განცხადება რუსულ სააგენტოებში დაიბეჭდა. პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ თბილისში ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა პრეზიდენტის ადმინიტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ოფიცილაური შეთავაზების შემთხვევაში ეს წინადადება განიხილონ.
საგარეო საქმეთა სამინიტრო არ იზიარებს გიორგი მარგველაშვილის პოზიციას და იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის ანექსია ოფიციალურად გააფორმა, მიზანშეუწონლად მიიჩნევს უმაღლესი დონის შეხვედრის დაგეგმვას.
კრემლში არ აკონკრეტებენ სავარაუდო შეხვედრის დროს და ადგილს, თუმცა ცნობილია, რომ პუტინი მარგველაშვილის მიწვევას მოსკოვში 9 მაისის ზეიმზეც გეგმავს.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ცხინვალსა და მოკოვს შორის გაფორმებული დოკუმენტის ფონზე მარგველაშვილი–პუტინის შეხდრა დაუშვებელია.
დიმიტრი პესკოვის ინიციატივას დღეს ყოფილი საგარეო საქმეთა მინიტრი და საზოგადოება "ივერიას" დამფუძნებელი გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძისთვის მოკოვის წინადადება პროვოკაციაა.