ივერიონი / რა დავალებებს აძლევს ივანიშვილი ღარიბაშვილს?

რა დავალებებს აძლევს ივანიშვილი ღარიბაშვილს?

ერთიანი ნაციონარლუი მოძრაობა სკანდალურ კინოჩვენებაზე, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში გაიმართა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უახლოეს დღეებში მიმართავს. 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით კინოჩვენების პროცესს სახელმწიფო მმართავდა. 

 

"პრემიერ ღარიბაშვილის არაადექვატურობა კრიტიკულ ზღვარს უტოლდება. მთავრობა სიძულვილის კამპანიაში რთავს მოზარდებს. ივანიშვილი ღარიბაშვილს დავალებას აძლევს და საღამოს ტუქსავს და ირაკლიც ადამიანია ამასაც აქვს საზღვარი,"- განაცხადა სერგო რატიანმა. 

 

კოალიცია ქართული ოცნების წევრი და დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე კი ფიქრობს, რომ სამეგრელოს სკანდალთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არ არის აუცილებელი და ვითარებაში გამოსავალს განათლების სამინისტრო იპოვის. 

 

"განათლების სამინისტრო სწავლობს ფაქტს და რეალობა გახდება ცნობილი ძალიან მალე, არ არის დამატებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის აუცილებლობა,"- აცხადებს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

19-03-2015, 22:51
უკან დაბრუნება