მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავა.
"ინფორმაცია განხორციელებულ დაკავებასთან დაკავშირებით დღის მანძილზე გახდება ცნობილი. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დაკავების საფუძველი და გამოაქვეყნებს მტკიცებულებებს, რაც დაკავების საფუძველი გახდა"", – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა, აგრეთვე გიორგი ყავლაშვილი და სოდ-ისა და კუდ-ის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი დღეს დილას დაკითხვის შემდეგ დააკავეს.