ივერიონი / სოსო ცინცაძე: "ნატოს გაფართოების ერა დასრულდა... – "კოალიციაში განხეთქილებაა"

სოსო ცინცაძე: "ნატოს გაფართოების ერა დასრულდა... – "კოალიციაში განხეთქილებაა"

აქვს თუ არა საქართველოს ყველაზე ახალ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მზაობა და ნიშნავს თუ არა "ევრაზიულ კავშირზე" დაფიქრება ჩრდილოატლანტიკური ვექტორისთვის საფრთხის შექმნას, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  sazogadoeba.ge-თან პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს.

- გოგი თოფაძე და მისი პარტია პროდასავლურ ძალად არასოდეს ითვლებოდნენ.   "მრეწველებს" კურსი ყოველთვის ქვეყნის შიდა განვითარებაზე  ჰქონდათ აღებული  და იმას, რომ ეჭვის თვალით უყურებდნენ თუნდაც ევროპასთან ქართული მრეწველობის კონტაქტებს,  ეს საიდუმლო არ არის. ქართულ სოფლის მეურნეობას თუ მრეწველობას ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კონკურენტუნარიან პარტნიორად იქცეს ევროპული სახელმწიფოებისათვის, ევროპული მრეწველობისათვის და საერთოდ ევროპული ბიზნესისათვის. ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა  ეს გიგანტური რუსული ბაზარი რჩება, რომელთანაც უკვე შეგუებულია. ქართული სოფლის მეურნეობა, მრეწველობა ყოველთვის ადეკვატური იყო რუსულ ბაზართან მიმართებაში. მეორეც,  გოგი თოფაძე პირველი არ არის,  ვინც "ნატოს" მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ის ფაქტი, რომ ჩვენ ნატოში ძალიან დიდხანს არ მიგვიღებენ,  არაერთხელ მითქვამს. თუ ჩვენ ოდესმე "ნატოში" მიგვიღებენ,  ეს იქნება მხოლოდ მაშინ,  თუ რუსეთი აღარ იქნება, თუ აღარ იქნება პუტინის რუსეთი, თუ აღარ იქნება იმპერიალისტური რუსეთი. მაშინ კი ჩვენ ისევე აღარ დაგვჭირდება "ნატო",  როგორც ქოლგა.  ჩვენ ქოლგა რისთვის გვინდა?  წვიმისგან თავის დასაცავად, ხომ? ნატო გვჭირდება რუსეთის აგრესიისგან დასაცავად, რეალური თუ ვირტუალური აგრესიისგან. თუ რუსეთი აღარ იქნა აგრესიული ქვეყანა, ნატოც აღარ გვჭირდება. რაც შეეხება ევროპას და ევროკავშირს ეს სულ სხვაა, მაგრამ ევროკავშირში ჩვვენ არ მიგვიღებენ. თურქებს 30 წელზე მეტი დასჭირდათ იმაში დასარწმუნებლად, რომ ევროკავშირში არასდროს მიიღებენ. ჩვენ რამდენი ხანი დაგვჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ევროკავშირში არასოდეს მიგვიღებენ?  ერთია, რას  იტყვის დამოუკიდებელი ექსპერტი, ხოლო მეორე მმართველი პარტიის, კოალიციის თვალსაჩინო წევრი. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ კოალიციაში განხეთქილებაა. ეს უნდათ დემოკრატიულ აზრთა სხვადასხვაობად წარმოაჩინონ და ეს  უკვე სასაცილოა. გახეთქილებაა ისეთ ფუძემდებლურ საკითხში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. აქ საკითხი ეხება ვექტორს. მრეწველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიფრთხილით. ბიზნესმენი ყოველთვის ფრთხილი უნდა იყოს, რათა არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს. რადგან ისეთი ფრთხილი ადამიანი, როგორც გოგი თოფაძეა, ზურაბ ტყემალაძეა უკვე ღიად, საჯაროდ ალაპარაკდნენ, "ნატოში" რა გვინდაო,  ე.ი.  მმართველი პარტიის ორიენტაცია ნატოსკენ არ არსებობს. როგორც ჩანს,  მხოლოდ გოგი თოფაძე არ ფიქრობს ასე, როგორც ჩანს მმართველ პარტიაში ბევრი ფიქრობს ასე , ოღონდ ლაპარაკით მხოლოდ გოგი თოფაძე და "მრეწველები" ლაპარაკობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღიად "მრეწველების" პოზიციას მხოლოდ რესპუბლიკელები შეეკამათნენ. კოალიციის სხვა სუბიექტი ძალზე თავშეკავებული იყვნენ, ამჯობინდებდნენ დიპლომატიური კალკებით პასუხისგან თავი გადაერჩინათ.

 

 სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ "ნატოს" გაფართოება არ იგეგმება.  რას მოუტანს საქართველოს სწრაფვა იმ ორგანიზაციისკენ, რომელშიც მის მიღებას არ აპირებენ?

 -"ნატო" კარგია. ევროკავშირი და ნატო ყველას გვირჩევნია, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. იქ არ გვღებულობენ და კარგა ხანს არც მიგვიღებენ. არავის ღებულობენ. არ იგეგმება გაფართოება. მაკედონია, რომელიც უკვე თითქმის მიღებული იყო, იმაზე თქვეს არავის ვღებულობთო. ეს კავშირი "რეზინის" არ არის . 28 წევრი უკვე ბევრია. არცერთ სამხედრო ბლოკში მსოფლიოს დიპლომატიის ისტორიაში 28 წევრიანი სამხედრო ალიანსი არასოდეს არსებობდა. ალიანსი კონსესუსის პრინციპზეა აგებული, როცა ყველა თანახმაა. ასეთი ალიანსი პრინციპულად არაქმედითი იქნება, რადგან უკვე ალიანსში აზრთა სხვადასხვაობაა.  "ნატოს" ზოგიერთი ქვეყანა გამოდის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ზოგი საეთოდ  ნეიტრალურია. ამიტომ ნატოს გაფართოების ერა დასრულდა.

21-03-2015, 10:05
უკან დაბრუნება