"ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე," - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
სააკაშვილმა აქციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას. ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!" - წერს სააკაშვილი.